პროექტის შესახებ

გაიცანით VITAL - პროექტის მიზნები, მეთოდოლოგია, სამუშაო პაკეტები, შედეგები და კონსორციუმის წევრები.

პროექტის შესახებ

სტრატეგიული ინიციატივა აკადემიური პერსონალის განვითარებისათვის

VITAL (ვირტუალური ინოვაციები და ტრენინგები აკადემიური პერსონალის ლიდერობის, ციფრული კომპეტენციებისა და კვლევითი უნარების განვითარებისათვის) წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ, 36-თვიან შესაძლებლობების განვითარების პროექტს. მისი მიზანია საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალის გაძლიერება მენტორობის, აკადემიური ლიდერობის, ციფრული პედაგოგიკისა და კვლევითი განვითარების მიმართულებებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზით.

პროგრამა

ერასმუს+ ვირტუალური გაცვლების სქემა, რომელსაც მართავს ევროკავშირის აღმასრულებელი სააგენტო განათლებისა და კულტურის საკითხებში (EACEA).

პროექტის ნომერი

101253516 · ერასმუს+ Lump Sum-ის გრანტი

ხანგრძლივობა

2026 წლის თებერვალი - 2029 წლის იანვარი · 36 თვე

კოორდინატორი

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (USC), ესპანეთი

კონსორციუმი

6 პარტნიორი ორგანიზაცია 4 ქვეყნიდან: ესპანეთი, იტალია, საქართველო და უკრაინა.

ბიუჯეტი

ევროკავშირის დაფინანსება: 500 000 ევრო

VITAL project infographic: the VITAL Hub connects academic leadership and career development, digital competencies and pedagogy, research excellence and the reinforcement of European values, across the consortium of institutions in Spain, Italy, Georgia and Ukraine
VITAL პროექტი მოკლედ: ერთობლივად შემუშავებული სასწავლო პროგრამები, მენტორობა და კვლევითი შესაძლებლობების განვითარება საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
კონტექსტი და პროექტის რელევანტურობა

რატომ VITAL?

საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალი საქმიანობს გარემოში, რომელზეც დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოსტსაბჭოთა აკადემიური მემკვიდრეობა. ეს გამოიხატება იერარქიული მმართველობის მოდელებში, პროფესიული განვითარების შეზღუდულ შესაძლებლობებსა და სწავლებისა და კვლევის მიმართულებით ინოვაციების ინსტიტუციური მხარდაჭერის ნაკლებობაში.

მენტორობის პროგრამები იშვიათია, კვლევის დაფინანსება - არასაკმარისი, ხოლო რეგიონში არსებული გამოწვევები ვირტუალური სწავლებისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებს განათლების უწყვეტობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

A team of young academics gathered around a laptop, working together

საქართველოში

კვლევისა და განვითარების დაფინანსება კვლავაც მშპ-ის 0.5%-ზე ნაკლებს შეადგენს. აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების სტრუქტურირებული მექანიზმები შეზღუდულია, ხოლო ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიურ პერსონალს ინსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეზღუდული მონაწილეობა აქვს. ეს გარემოება კვალიფიციური კადრების გადინების (brain drain) რისკს ზრდის.

უკრაინაში

ომმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უმაღლესი განათლების სისტემაზე - იძულებით გადაადგილებულია 665 000-ზე მეტი სტუდენტი და 25 000-ზე მეტი აკადემიური პერსონალი, ხოლო დაზიანებულია 3 798-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება. მიუხედავად ამისა, უკრაინული უნივერსიტეტები Horizon Europe-ის 172 პროექტში მონაწილეობენ, რაც მათი აკადემიური მდგრადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი პოტენციალის ნათელი დადასტურებაა.

ოთხი სტრატეგიული მიზანი

ოთხი სტრატეგიული მიზანი

01

აკადემიური პერსონალის კარიერული განვითარების ხელშეწყობა

ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალისთვის ლიდერობისა და რბილი უნარების განვითარების პროგრამების განხორციელება, ლიდერობისა და რბილი უნარების კომპეტენციების ჩარჩოს ერთობლივად შემუშავება, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების აკადემიური პერსონალის 1:1 მენტორობის პროგრამის დანერგვა.

02

ციფრული პედაგოგიკის შესაძლებლობების გაძლიერება

ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე დაფუძნებული სწავლების, ჰიბრიდული სასწავლო გარემოს დიზაინისა და ვირტუალური გაცვლის მიმართულებით კომპეტენციების განვითარება. ამ პროცესს ხელს შეუწყობს VITAL Hub - ინტერაქტიული ციფრული პლატფორმა აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის.

03

კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება

კვლევის მეთოდოლოგიის ტრენინგები, ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების შესაძლებლობები, მენტორობის პროგრამები და ტრენერების ტრენინგის ეფექტური (ToT) მოდელი, რომელიც მონაწილეებს საკუთარ უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობ ტრენერებად მოამზადებს.

04

ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა

აკადემიური თავისუფლების, გამჭვირვალე ლიდერობის, კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერება, ასევე ინკლუზიური ლიდერობის პრინციპების ინტეგრირება უნივერსიტეტების ინსტიტუციურ პოლიტიკასა და პრაქტიკაში.

სამიზნე აუდიტორია

ვისთვის არის VITAL?

ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალი და მკვლევრები

პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფია საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალი და მკვლევრები. VITAL მათ სთავაზობს პროფესიული და ლიდერული უნარების განვითარების შესაძლებლობებს, ინდივიდუალურ მენტორობას, ასევე ციფრული პედაგოგიკისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს.

მენტორები და ტრენერები

პროექტში ჩართული გამოცდილი აკადემიური პერსონალი განივითარებს მენტორობისა და ტრენერთა მომზადების (ToT) მიმართულებით საჭირო კომპეტენციებს და ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალის განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას პარტნიორ უნივერსიტეტებში.

უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა

რექტორები, დეკანები, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მიიღებენ ინსტრუმენტებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც აკადემიური პერსონალის განვითარების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვასა და მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

პოლიტიკის შემქმნელები და აკადემიური ქსელები

პროექტის შედეგებით ისარგებლებენ, როგორც ეროვნული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებები, ისე ევროპული აკადემიური ქსელები, რომლებიც მიიღებენ პრაქტიკაში გამოსაყენებელ მოდელებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს.

მეთოდოლოგია

როგორ მუშაობს VITAL

VITAL ხორციელდება ეტაპობრივი და უწყვეტი განვითარების პრინციპზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს საჭიროებების შეფასებას, ერთობლივ შემუშავებას, დანერგვას, შეფასებასა და ინსტიტუციურ ინტეგრაციას. პროცესის ყველა ეტაპი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტების აქტიური თანამშრომლობითა და თანამონაწილეობით მიმდინარეობს.

საჭიროებების იდენტიფიცირება

საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელდება საჭიროებების კომპლექსური კვლევა და ინსტიტუციური შეფასება, რომლის ფარგლებში 1 200-ზე მეტი რესპონდენტის ჩართვაა დაგეგმილი.

პროცესების ერთობლივად მართვა

პროექტის ექვსი პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლობით შემუშავდება ლიდერობისა და პროფესიული განვითარების კომპეტენციების ჩარჩო, სასწავლო პროგრამები და მენტორობის მოდელები.

ტრენინგი და მენტორობა

განხორციელდება ლიდერობის, ციფრული პედაგოგიკისა და კვლევითი კომპეტენციების განვითარების ორი სასწავლო ციკლი. მონაწილეები ჩაერთვებიან ინდივიდუალურ მენტორობის პროგრამაში, ხოლო VITAL Hub უზრუნველყოფს მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და თანამშრომლობას.

გაუმჯობესება

პროექტის ფარგლებში განმეორებით განხორციელდება საჭიროებების შეფასება და მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი, რომლის საფუძველზეც გადაიხედება და დაიხვეწება ყველა სასწავლო მოდული, რესურსი და ინსტრუმენტი.

ინსტიტუციონალიზაცია და მდგრადობა

შემუშავებული ინსტრუმენტები და მოდელები ინტეგრირდება პარტნიორი უნივერსიტეტების ადამიანური რესურსების მართვისა და აკადემიური პერსონალის განვითარების პოლიტიკაში. მათი გრძელვადიანი გამოყენება უზრუნველყოფილი იქნება თანამშრომლობის მემორანდუმებითა და მდგრადობის გეგმებით.

მოსალოდნელი შედეგი

ცვლილებები ინდივიდუალურ, ინსტიტუციურ და საერთაშორისო დონეზე

ინდივიდუალური დონე

300-ზე მეტი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი სრულად გაივლის პროექტის სასწავლო პროგრამას. მოსალოდნელია, რომ მონაწილეთა სულ მცირე 85% ლიდერობის, ციფრული პედაგოგიკისა და კვლევითი კომპეტენციების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს დააფიქსირებს.

ინსტიტუციური დონე

არანაკლებ სამი პარტნიორი უნივერსიტეტი ლიდერობის კომპეტენციების ჩარჩოსა და მენტორობის მოდელს აკადემიური პერსონალის განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის ინსტიტუციურ პოლიტიკაში დანერგავს.

სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება

კვლევის მეთოდოლოგიის ტრენინგები, ტრენერთა მომზადების (ToT) პროგრამა და საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მინიმუმ ორი ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციის მომზადებას და უნივერსიტეტებში თანამშრომლობით, კვლევაზე დაფუძნებულ მხარდაჭერის მექანიზმების ჩამოყალიბებას.

საერთაშორისო დონე

პროექტის აქტივობებში 2 000-ზე მეტი მონაწილე ჩაერთვება, გაძლიერდება პარტნიორი უნივერსიტეტების ინტეგრაცია ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, ხოლო პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოდელი ადაპტირებადი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და კრიზისის შემდგომი განვითარების კონტექსტში გამოყენებისთვის.

პროექტის განხორციელების ეტაპები

საკვანძო ეტაპები, 2026-2029

2026 წლის თებერვალი | I-ლი თვე

პროექტის გახსნითი შეხვედრა თბილისში

თბილისში, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში (TMA) გაიმართება პროექტის გახსნითი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორები შეთანხმდებიან პროექტის განხორციელების, მენტორობისა და ტრენერთა მომზადების (ToT) სტრატეგიებზე.

2026 წლის სექტემბერი | მე-8 თვე

ლიდერობისა და რბილი უნარების კომპეტენციების ჩარჩოს გამოქვეყნება

პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობით შემუშავებული VITAL Leadership and Soft Skills Competency Framework დასრულდება და საჯაროდ გამოქვეყნდება.

2026 წლის ნოემბერი | მე-10 თვე

VITAL Hub-ის ამოქმედება

ამოქმედდება აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ონლაინ პლატფორმა, სადაც განთავსდება პირველი სასწავლო რესურსები.

2027 წლის აპრილი | მე-15 თვე

ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულება

პარტნიორ უნივერსიტეტებში დასრულდება ლიდერობისა და რბილი უნარების განვითარების პროგრამის პირველი ეტაპი.

2027 წლის ივლისი | მე-18 თვე

შუალედური კონფერენცია

პროექტის კონსორციუმი

2027 წლის ნოემბერი | 22-ე თვე

მენტორობის პროგრამის პილოტირება

დაიწყება ინდივიდუალური (1:1) მენტორობის პროგრამის პილოტური განხორციელება ევროპელი და პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მონაწილეობით. ამავე პერიოდში დასრულდება ციფრული პედაგოგიკისა და ხელოვნური ინტელექტის მოდულები.

2028 წლის მარტი | 26-ე თვე

კვლევითი ტრენინგების დასრულება

დასრულდება კვლევის მეთოდოლოგიის, აკადემიური წერის, ღია მეცნიერებისა (Open Science) და საგრანტო პროექტების მომზადების მიმართულებით დაგეგმილი ტრენინგები.

2028 წლის ნოემბერი | 34-ე თვე

დასკვნითი კონფერენცია

ესპანეთის ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელაში გაიმართება პროექტის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია.

2029 წლის იანვარი | 36-ე თვე

მდგრადობის გეგმის დამტკიცება

დასრულდება VITAL-ის მდგრადობის გეგმა, რომელსაც პარტნიორი ინსტიტუციები ოფიციალურად დაამტკიცებენ. აღნიშნული გეგმა უზრუნველყოფს პროექტის შედეგებისა და შემუშავებული ინსტრუმენტების გრძელვადიან ინსტიტუციურ ინტეგრაციას.

სამუშაო პაკეტი

პროექტის კოორდინაციიდან მდგრად ინსტიტუციურ ცვლილებამდე

VITAL-ის განხორციელება ეფუძნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ხუთ სამუშაო პაკეტს, რომლებიც მოიცავს პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, შედეგების დანერგვისა და მათი ინსტიტუციურ დონეზე განმტკიცების ეტაპებს. თითოეულ სამუშაო პაკეტს ჰყავს წამყვანი პარტნიორი, აქვს განსაზღვრული განხორციელების პერიოდი და კონკრეტული შედეგები. ამასთან, ყოველი მომდევნო სამუშაო პაკეტი წინამორბედის ფარგლებში მიღებულ შედეგებს ეყრდნობა.

კონსორციუმი

ექვსი პარტნიორი ინსტიტუცია ოთხი ქვეყნიდან

VITAL-ის კონსორციუმი აერთიანებს ექვს პარტნიორ ორგანიზაციას ესპანეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. პარტნიორი ინსტიტუციები ერთობლივად გეგმავენ, ახორციელებენ და ავითარებენ პროექტს, თითოეულ მათგანს კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პროექტის მიმდინარეობაში თავისი სამეცნიერო გამოცდილებით, ინსტიტუციური პრაქტიკით, საერთაშორისო პარტნიორული ქსელებითა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებით.

ესპანეთი კოორდინატორი

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი

1495 წელს დაარსებული სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტი (Universidade de Santiago de Compostela - USC) ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი საჯარო უნივერსიტეტია, რომელსაც უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. VITAL-ის ფარგლებში უნივერსიტეტი აერთიანებს ფარმაციის ფაკულტეტისა და განათლების მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის (Research Institute of Educational Sciences - ICE) მკვლევართა გამოცდილებას. მათი საქმიანობა განსაკუთრებულად უკავშირდება კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას, ციფრული სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და საგანმანათლებლო ინოვაციებს.

ვრცლად სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის შესახებ

1495 წელს დაარსებული სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტი (Universidade de Santiago de Compostela - USC) ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი საჯარო უნივერსიტეტია, რომელსაც უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. VITAL-ის ფარგლებში უნივერსიტეტი აერთიანებს ფარმაციის ფაკულტეტისა და განათლების მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის (Research Institute of Educational Sciences - ICE) მკვლევართა გამოცდილებას. მათი საქმიანობა განსაკუთრებულად უკავშირდება კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას, ციფრული სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და საგანმანათლებლო ინოვაციებს.

როლი VITAL-ის პროექტში

სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტი VITAL-ის პროექტის კოორდინატორია და ხელმძღვანელობს WP1 - პროექტის მართვის, კოორდინაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაო პაკეტს. უნივერსიტეტი პასუხისმგებელია პროექტის საერთო მართვაზე, კონსორციუმის საქმიანობის კოორდინაციაზე, ფინანსურ მენეჯმენტზე, რისკების მართვასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე, ასევე ერასმუს+ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვაზე. USC ასევე ხელმძღვანელობს WP5 - პროექტის შედეგების გავრცელებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაო პაკეტს.

იტალია

INFOR ELEA - Smart Business Academy

INFOR ELEA - Smart Business Academy იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელსაც პროფესიული განათლებისა და აღმასრულებელი რგოლის პროფესიული განვითარების მიმართულებით თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაცია თანამშრომლობს 250-ზე მეტ საჯარო და კერძო დაწესებულებასთან და ყოველწლიურად ახორციელებს დაახლოებით 300 სასწავლო პროგრამას, რომელშიც 3 000-ზე მეტი მსმენელი მონაწილეობს.

ვრცლად INFOR ELEA - Smart Business Academy-ის შესახებ

INFOR ELEA - Smart Business Academy იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელსაც პროფესიული განათლებისა და აღმასრულებელი რგოლის პროფესიული განვითარების მიმართულებით თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაცია თანამშრომლობს 250-ზე მეტ საჯარო და კერძო დაწესებულებასთან და ყოველწლიურად ახორციელებს დაახლოებით 300 სასწავლო პროგრამას, რომელშიც 3 000-ზე მეტი მსმენელი მონაწილეობს.

INFOR ELEA-ს საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის, კომუნიკაციისა და ლიდერობის, ასევე ციფრული ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მიმართულებებს. ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის საერთაშორისო პროექტებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პროფესიული უნარების განვითარების, საგანმანათლებლო ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

როლი VITAL-ის პროექტში

INFOR ELEA - Smart Business Academy ხელმძღვანელობს WP3 - აკადემიური ლიდერობის, ციფრული პედაგოგიკისა და მენტორობის განვითარების სამუშაო პაკეტს. ორგანიზაცია პასუხისმგებელია ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალისთვის ლიდერობის, კომუნიკაციისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების განვითარების მიზნით სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე. პროფესიული განათლებისა და უნარების განვითარების სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, INFOR ELEA უზრუნველყოფს, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო მიდგომები იყოს პრაქტიკულად გამოყენებადი, მასშტაბირებადი და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი.

საქართველო

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (TMA) 1992 წელს ექიმისა და ბავშვთა ქირურგის, პეტრე შოთაძის, მიერ დაარსდა. უნივერსიტეტს 2 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ეწევიან. მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, უნივერსიტეტი ახორციელებს გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამას და სადოქტორო პროგრამებს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

ვრცლად პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის შესახებ

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (TMA) 1992 წელს ექიმისა და ბავშვთა ქირურგის, პეტრე შოთაძის, მიერ დაარსდა. უნივერსიტეტს 2 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ეწევიან. მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, უნივერსიტეტი ახორციელებს გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამას და სადოქტორო პროგრამებს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

უნივერსიტეტს ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს და ამჟამად მონაწილეობს ოთხ საერთაშორისო პროექტში, რომლებიც ციფრულ ტრანსფორმაციას, კვლევითი შესაძლებლობების განვითარებასა და თემზე დაფუძნებული სიცოცხლის მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებას უკავშირდება. გარდა ამისა, TMA ჩართულია სხვა საერთაშორისო ინიციატივებშიც და თანამშრომლობს მსოფლიოს 30-ზე მეტ უნივერსიტეტთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება და საზოგადოების განვითარების პროცესში უნივერსიტეტის როლის გაძლიერება.

როლი VITAL-ის პროექტში

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს ყველა სამუშაო პაკეტის საქმიანობაში. ამასთანავე, უნივერსიტეტი უმასპინძლებს პროექტის გახსნით (Kick-off) და შუალედურ (Interim) შეხვედრებს. TMA ასევე ხელმძღვანელობს WP2 - ინსტიტუციური საჭიროებების შეფასებისა და კომპეტენციების განვითარების საფუძვლების შექმნის სამუშაო პაკეტს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, TMA ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ლიდერობისა და რბილი უნარების კომპეტენციების ჩარჩოს, მენტორობისა და ტრენერთა მომზადების (ToT) მოდელებს.

საქართველო

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) თანამედროვე, დინამიურად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მისიაა მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, ინოვაციების ხელშეწყობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა. დაარსების დღიდან BTU გამოირჩევა ცოდნის შექმნისა და გაზიარების თანამედროვე მიდგომებით, ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებითა და სწრაფად ცვალებადი საზოგადოებრივი და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ეფექტიანი რეაგირებით.

ვრცლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შესახებ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) თანამედროვე, დინამიურად განვითარებადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მისიაა მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, ინოვაციების ხელშეწყობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა. დაარსების დღიდან BTU გამოირჩევა ცოდნის შექმნისა და გაზიარების თანამედროვე მიდგომებით, ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებითა და სწრაფად ცვალებადი საზოგადოებრივი და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ეფექტიანი რეაგირებით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლობს 5 500-ზე მეტი სტუდენტი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. BTU-ის აკადემიური საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კომპიუტერული მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი, ბიზნესი და ციფრული ტექნოლოგიები. BTU აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს 95-ზე მეტ უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში, მათ შორის Erasmus+, Horizon Europe და European Institute of Innovation and Technology (EIT) ინიციატივებში.

უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელა 150-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი და შექმნა თანამედროვე ინოვაციური ინფრასტრუქტურა, მათ შორის XR & AI Lab, Digital Twins Lab, Media Lab და iOS & Android Development Lab. აღნიშნული სივრცეები სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე ინდუსტრიის მოთხოვნებსა და მომავლის პროფესიული უნარების განვითარების საჭიროებებს.

როლი VITAL-ის პროექტში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი VITAL-ის პროექტში მონაწილეობს ყველა სამუშაო პაკეტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს პროექტის სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობების კოორდინირებულ მხარდაჭერას. BTU განსაკუთრებულად პასუხისმგებელია Milestone 9-ის - თანამშრომლობითი მენტორობის ჩარჩოს (Peer Mentorship Framework) - შემუშავებასა და საბოლოო ფორმირებაზე. უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს თანამშრომლობითი მენტორობის სტრუქტურირებული და მასშტაბირებადი მოდელის შემუშავებას, რომლის მიზანია აკადემიურ პერსონალს შორის ცოდნის გაზიარების, პროფესიული თანამშრომლობისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

უკრაინა

ივან ჰორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი

ივან ჰორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (TNMU) უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების მომზადების 65 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. დღეს უნივერსიტეტში 5 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, ხოლო აკადემიური პერსონალი დაახლოებით 700 თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის 120 მეცნიერებათა დოქტორს. უნივერსიტეტი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს მედიცინის, ფარმაციის, სტომატოლოგიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების სხვა მიმართულებებით.

ვრცლად ივან ჰორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ

ივან ჰორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (TNMU) უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების მომზადების 65 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. დღეს უნივერსიტეტში 5 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, ხოლო აკადემიური პერსონალი დაახლოებით 700 თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის 120 მეცნიერებათა დოქტორს. უნივერსიტეტი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს მედიცინის, ფარმაციის, სტომატოლოგიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების სხვა მიმართულებებით.

TNMU აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობაში, მათ შორის Erasmus+, Horizon 2020 და RECOOP პროგრამების ფარგლებში. უნივერსიტეტი თანამშრომლობს 33 ქვეყნის 94 პარტნიორ ინსტიტუციასთან, არის ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (European University Association - EUA) და Magna Charta Universitatum-ის წევრი და სტაბილურად იკავებს მოწინავე პოზიციებს უკრაინულ და საერთაშორისო უნივერსიტეტების რეიტინგებში, მათ შორის Top-200 Ukraine, Webometrics და Scimago Institutions Rankings.

როლი VITAL-ის პროექტში

ივან ჰორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი VITAL-ის პროექტის ყველა სამუშაო პაკეტის განხორციელებაში მონაწილეობს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების, საჭიროებების შეფასების, სასწავლო პროგრამების განხორციელების, კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და პროექტის შედეგების გავრცელების მიმართულებებით. უნივერსიტეტი კოორდინაციას უწევს VITAL-ის მოდელის გავრცელებასა და ინსტიტუციურ დანერგვას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

უკრაინა

საკვების ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი (IFBG), უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საკვების ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი (Institute of Food Biotechnology and Genomics - IFBG) უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებს მოლეკულური გენეტიკის, გენომიკის, უჯრედული ბიოლოგიის, სტრუქტურული ბიოინფორმატიკისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულებით.

ვრცლად საკვების ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტის (IFBG) შესახებ

საკვების ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი (Institute of Food Biotechnology and Genomics - IFBG) უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებს მოლეკულური გენეტიკის, გენომიკის, უჯრედული ბიოლოგიის, სტრუქტურული ბიოინფორმატიკისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულებით. ინსტიტუტი სიცოცხლის მეცნიერებების სფეროში უკრაინის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის უმაღლესი, A, კატეგორიით არის შეფასებული, რაც მისი სამეცნიერო საქმიანობის ხარისხსა და ეროვნულ მნიშვნელობას ადასტურებს. ინსტიტუტის კვლევითი საქმიანობა ინტერდისციპლინურ მიდგომას ეფუძნება და თანამედროვე ბიოლოგიური და ბიოსამედიცინო კვლევების უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

კვლევით საქმიანობასთან ერთად, IFBG მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამეცნიერო კადრების მომზადებაში. ინსტიტუტი ახორციელებს სადოქტორო (PhD) პროგრამებს ბიოლოგიის მიმართულებით, უზრუნველყოფს მეცნიერებათა დოქტორების მომზადებას და აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის წამყვან უნივერსიტეტებთან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელებაში. ამასთანავე, ინსტიტუტი მონაწილეობს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და სამეცნიერო კვალიფიკაციის ამაღლებაში.

IFBG თანამშრომლობს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან. ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებსა და კონსორციუმებში, მათ შორის Erasmus+, Horizon Europe, COST Actions, Marie Skłodowska-Curie Actions, Philipp Schwartz Initiative-ისა (Alexander von Humboldt Foundation) და სხვა საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში. სამეცნიერო კვლევისა და განათლების ინტეგრირებული განვითარების მოდელის საფუძველზე, IFBG მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინაში სამეცნიერო პოტენციალის, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და კვლევაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში.

როლი VITAL-ის პროექტში

საკვების ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი VITAL-ის პროექტის ყველა სამუშაო პაკეტის განხორციელებაში მონაწილეობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების, საჭიროებების შეფასების, სასწავლო აქტივობების განხორციელების, კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების, პროექტის შედეგების გავრცელებისა და VITAL-ის მოდელის ინსტიტუციური დანერგვის მიმართულებებით. ინსტიტუტი მონაწილეობს WP2-ის ფარგლებში საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგიის ერთობლივ შემუშავებაში, ხოლო WP3-ის ფარგლებში ლიდერობის, ციფრული პედაგოგიკისა და კვლევითი კომპეტენციების განვითარების ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და განხორციელებაში. ამასთან, IFBG ხელმძღვანელობს WP4 - კვლევითი შესაძლებლობებისა და აკადემიური მენტორობის გაძლიერების სამუშაო პაკეტს. WP4-ის ფარგლებში დაგეგმილია პარტნიორი ინსტიტუციების კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება ტრენერთა მომზადების (ToT) მასშტაბირებადი მოდელის დანერგვის გზით. განხორციელდება კვლევითი უნარების განვითარების ტრენინგები, რის შემდეგაც მონაწილეები საკუთარ უნივერსიტეტებში კოლეგებისთვის ადგილობრივ სასწავლო პროგრამებს წარმართავენ, რაც უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების ეფექტიან გავრცელებას. სამუშაო პაკეტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება საგრანტო განაცხადების მომზადების, ღია მეცნიერების (Open Science), საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და კვლევითი მენტორობის მიმართულებით აკადემიური პერსონალის კომპეტენციები. WP4-ის ფარგლებში შემუშავებული რესურსები და ინსტრუმენტები ინტეგრირდება VITAL Hub-ში და ადაპტირდება მათი გრძელვადიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, WP5-ის ფარგლებში IFBG მონაწილეობს პროექტის შედეგების გავრცელებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საქმიანობებში.

რატომ ეს კონსორციუმი?

ურთიერთშემავსებელი გამოცდილება და კომპეტენციები

VITAL-ის კონსორციუმი აერთიანებს პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება, ინსტიტუციური შესაძლებლობები და დარგობრივი ექსპერტიზა ქმნის პროექტის წარმატებით განხორციელების მყარ საფუძველს. სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტს (USC) ევროპული საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების კოორდინირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და აღიარებულია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კვლევითი შესაძლებლობების განვითარების, საგანმანათლებლო ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. INFOR Elea პროექტში მონაწილეობს ზრდასრულთა განათლების, პროფესიული სწავლებისა და ციფრული პედაგოგიკის სფეროში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით.

პარტნიორი ინსტიტუციები საქართველოდან - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (TMA) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) - უზრუნველყოფენ პროექტის შესაბამისობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის საჭიროებებსა და განვითარების პრიორიტეტებთან. TMA-ს განსაკუთრებული გამოცდილება კომპეტენციებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების სფეროს უკავშირდება, ხოლო BTU-ს - ციფრული ტრანსფორმაციის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებებს. უკრაინელი პარტნიორები - ივან ჰორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (TNMU) და ივან ფრანკოს სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტი (IFBG) პროექტში მონაწილეობენ სამეცნიერო კვლევების, ღია მეცნიერების, აკადემიური განვითარების და უკრაინის უმაღლესი განათლების სისტემის პრაქტიკული გამოცდილებით.

კონსორციუმი აერთიანებს იმ ინსტიტუციურ, აკადემიურ და პროფესიულ რესურსებს, რომლებიც აუცილებელია პროექტის მიზნების სრულფასოვანი განხორციელებისთვის. პარტნიორების გამოცდილება მოიცავს ევროპული პროექტების მართვას, აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, ლიდერობისა და ციფრული კომპეტენციების გაძლიერებას, კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას, ღია მეცნიერების პრინციპების დანერგვასა და უმაღლესი განათლების სისტემების ინსტიტუციურ განვითარებას. VITAL ეფუძნება თანასწორი პარტნიორობის პრინციპს. პროექტის ყველა პარტნიორი მონაწილეობს საქმიანობების დაგეგმვაში, განხორციელებასა და შედეგების განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას და პროექტის შედეგების მდგრადობას.

დაგვიკავშირდით