შედეგები და რესურსები

VITAL-ის ფარგლებში შექმნილი ყველა შედეგი და რესურსი ხელმისაწვდომობის, მრავალჯერადი გამოყენებისა და გრძელვადიანი მდგრადობის პრინციპებს ეფუძნება. პროექტის მიმდინარეობის პარალელურად ეტაპობრივად გამოქვეყნდება პროექტის შედეგები, სასწავლო რესურსები, მეთოდოლოგიური დოკუმენტები და სამეცნიერო პუბლიკაციები - საჭიროებების შეფასების ანგარიშებით და დასრულებული პროექტის მდგრადობის გეგმით.

ღია მეცნიერება

ღია, ხელმისაწვდომი და გრძელვადიანი გამოყენებისთვის შექმნილი რესურსები

VITAL-ის ფარგლებში შექმნილი შედეგები პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად გამოქვეყნდება. შესაბამისად, ეს გვერდი პროექტის განვითარებასთან ერთად მუდმივად განახლდება და შეივსება ახალი რესურსებით.

თუ კონკრეტული მასალისათვის სხვა პირობა არ არის მითითებული, პროექტის ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი შედეგი გამოქვეყნდება Creative Commons Attribution 4.0 (CC BY 4.0) ლიცენზიით, რაც უზრუნველყოფს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მკვლევრებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეეძლოთ აღნიშნული რესურსების თავისუფლად გამოყენება, გაზიარება და ადაპტირება შესაბამისი წყაროს მითითებით.

ღია წვდომა CC BY 4.0

Project team gathered around a laptop reviewing results
ძირითადი შედეგი

პროექტის შედეგები

VITAL-ის ფარგლებში დაგეგმილია 17 ძირითადი შედეგის მომზადება, რომლებიც ასახავს პროექტის პროგრესს ხუთივე სამუშაო პაკეტის ფარგლებში. სამუშაო პაკეტის მიხედვით სასურველი შედეგის მოსაძიებლად გამოიყენეთ ქვემოთ წარმოდგენილი ფილტრი.

VITAL-ის ძირითადი შედეგები
კოდი დასახელება WP პასუხისმგებელი პარტნიორი ტიპი ხელმისაწვდომობა ვადა სტატუსი
D1.1 შიდა კომუნიკაციისა და მართვის გეგმა WP1 USC ანგარიში შეზღუდული მე-3 თვე - 2026 წლის აპრილი დასრულებული
D1.2 რისკების მართვის გეგმა WP1 USC ანგარიში საჯარო მე-4 თვე - 2026 წლის მაისი დასრულებული
D1.3 ხარისხის უზრუნველყოფის შუალედური ანგარიშები WP1 USC ანგარიში საჯარო მე-18 თვე - 2027 წლის ივლისი მიმდინარეობს
D1.4 ხარისხის უზრუნველყოფის საბოლოო ანგარიშები WP1 USC ანგარიში საჯარო 36-ე თვე - 2029 წლის იანვარი არ დაწყებულა
D1.5 გარე შეფასების საბოლოო ანგარიში WP1 USC ანგარიში საჯარო 36-ე თვე - 2029 წლის იანვარი არ დაწყებულა
D2.1 ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასების ანგარიში WP2 TMA ანგარიში შეზღუდული მე-3 თვე - 2026 წლის აპრილი დასრულებული
D2.2 VITAL-ის ლიდერობისა და რბილი უნარების კომპეტენციების ჩარჩო WP2 USC ანგარიში საჯარო მე-8 თვე - 2026 წლის სექტემბერი მიმდინარეობს
D2.3 VITAL Hub WP2 INFOR ციფრული რესურსი საჯარო მე-10 თვე - 2026 წლის ნოემბერი მიმდინარეობს
D3.1 VITAL-ის სასწავლო პროგრამა (ლიდერობა და ციფრული პედაგოგიკა) WP3 INFOR ანგარიში საჯარო 22-ე თვე - 2027 წლის ნოემბერი არ დაწყებულა
D3.2 მენტორობის ინსტრუმენტარიუმი WP3 INFOR ანგარიში საჯარო 22-ე თვე - 2027 წლის ნოემბერი არ დაწყებულა
D4.1 VITAL-ის კვლევითი უნარების განვითარების პროგრამა WP4 INFOR ანგარიში საჯარო 26-ე თვე - 2028 წლის მარტი არ დაწყებულა
D4.2 ტრენერთა მომზადებისა და მენტორობის სახელმძღვანელო WP4 USC ანგარიში საჯარო 30-ე თვე - 2028 წლის ივლისი არ დაწყებულა
D4.3 ერთობლივი კვლევითი საქმიანობის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში WP4 INFOR ანგარიში საჯარო 30-ე თვე - 2028 წლის ივლისი არ დაწყებულა
D5.1 VITAL-ის შედეგების გავრცელების I პორტფოლიო WP5 USC ანგარიში საჯარო მე-18 თვე - 2027 წლის ივლისი მიმდინარეობს
D5.2 VITAL-ის შედეგების გავრცელების II პორტფოლიო WP5 USC ანგარიში საჯარო 36-ე თვე - 2029 წლის იანვარი არ დაწყებულა
D5.3 დასკვნითი კონფერენციის ანგარიში WP5 USC ანგარიში შეზღუდული 34-ე თვე - 2028 წლის ნოემბერი არ დაწყებულა
D5.4 VITAL-ის მდგრადობის გეგმა WP5 USC ანგარიში საჯარო 36-ე თვე - 2029 წლის იანვარი არ დაწყებულა
VITAL პროექტი ციფრებში

პროექტის ძირითადი შედეგები და მაჩვენებლები

17ძირითადი შედეგი
27საკვანძო ეტაპი
5სამუშაო პაკეტი
6პარტნიორი ინსტიტუცია
ნიუსლეთერი

VITAL-ის ნიუსლეთერები

კონსორციუმი წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ნიუსლეთერს პროექტის მიმდინარეობის, აქტივობებისა და შედეგების შესახებ. თითოეული გამოცემის წაკითხვა და გადმოწერა ქვემოთ შეგიძლიათ.

ნიუსლეთერი

VITAL ნიუსლეთერი - პირველი გამოცემა

PDF-ის გადმოწერა
ციფრული რესურსები

პროექტის შედეგების ღია ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

VITAL-ის ფარგლებში შექმნილი შედეგები განთავსდება ღია რესურსების წყაროებში, რაც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან ხელმისაწვდომობას, დაცვასა და გამოყენებას პროექტის დასრულების შემდეგაც.

Zenodo

VITAL-ის ფარგლებში შექმნილი საჯარო შედეგები, მონაცემთა ნაკრებები (datasets) და სამეცნიერო პუბლიკაციები განთავსდება Zenodo-ს ღია რეპოზიტორიაში, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. თითოეულ მასალას მიენიჭება მუდმივი ციფრული იდენტიფიკატორი (DOI), რაც უზრუნველყოფს მის ციტირებადობას, იდენტიფიცირებას და მრავალჯერად გამოყენებას. შესაბამისი მასალების ბმულები ხელმისაწვდომი იქნება ზემოთ წარმოდგენილ პროექტის ძირითადი შედეგების (Deliverables) ცხრილში.

უნივერსიტეტების ციფრული არქივები

პროექტის ფარგლებში შექმნილი შედეგები, ასევე, განთავსდება პარტნიორი უნივერსიტეტების ციფრულ არქივებში, რაც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან ხელმისაწვდომობასა და გამოყენებას.