პროექტი: 101253516 · ერასმუს+ ვირტუალური გაცვლების სქემა

ვირტუალური ინოვაციები დატრენინგები აკადემიური პერსონალის ლიდერობის,ციფრული კომპეტენციებისა და კვლევითი უნარების განვითარებისათვის

VITAL პროექტი ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინის ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების განვითარებას და ლიდერებად ჩამოყალიბებას, მშობლიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ციფრული ტრანსფორმაციისა და ინსტიტუციური სრულყოფის განვითარების პროცესს წარმართვის მიზნით.

6 პარტნიორი 4 ქვეყანა თებერვალი 2026 - იანვარი 2029 თანა-დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ
რა არის VITAL?

ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების დამაკავშირებელი ინიციატივა

VITAL წარმოადგენს ევროკავშირის მიერ ერასმუს+ ვირტუალური გაცვლების სქემის ფარგლებში დაფინანსებულ სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად.

VITAL მხოლოდ სასწავლო პროგრამა არ არის - იგი ქმნის აკადემიური პერსონალის განვითარების მდგრად და მასშტაბირებად მოდელს, რომელიც აერთიანებს მენტორობას, ციფრულ პედაგოგიკასა და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალისთვის. ინიციატივა ეფუძნება ინკლუზიურობის, ვირტუალური თანამშრომლობის, ინტერკულტურული დიალოგისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.

Students laughing together in a classroom
რატომ VITAL?

გამოწვევები, რომლებსაც VITAL პასუხობს

საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არაერთი სტრუქტურული გამოწვევის წინაშე დგანან. VITAL ქმნის ჩარჩოს, რომელიც აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ წარმატებით უპასუხოს ამ გამოწვევებს, არამედ გახდეს ცვლილებების ლიდერი და აქტიურად შეუწყოს ხელი ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას და განვითარებას.

მენტორობის სისტემის ნაკლებობა

ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიურ პერსონალს ხშირად არ აქვს წვდომა მენტორობის ფორმალიზებულ პროგრამებსა და კარიერული განვითარების სტრუქტურირებულ მექანიზმებზე საკუთარ უნივერსიტეტებში.

იერარქიული მმართველობის მოდელები

ხისტი მმართველობის სისტემები ზღუდავს ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების, ინიციატივებისა და ლიდერული პოტენციალის რეალიზებას.

კვლევის არასაკმარისი დაფინანსება

კვლევისა და ინოვაციების დაფინანსება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს, რაც აფერხებს მკვლევართა პროფესიულ განვითარებასა და აკადემიურ წინსვლას.

კონფლიქტით გამოწვეული გამოწვევები

რეგიონში არსებული კონფლიქტური გარემო ვირტუალური სწავლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას უწყვეტი განათლებისა და აკადემიური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ჩვენი მიდგომა

ოთხი სტრატეგიული მიმართულება

01

აკადემიური ლიდერობა და კარიერული განვითარება

ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალის ლიდერული, მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება, რაც მათ ინსტიტუციური ლიდერობისთვის ამზადებს ინოვაციური მენტორობის მოდელების გამოყენებით.

02

ციფრული კომპეტენციები და პედაგოგიკა

ვირტუალური გაცვლასა და განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელშეწყობა, რაც ქმნის უსაზღვრო საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ხოლო სასწავლო გარემოს გლობალური თანამშრომლობის სივრცედ გარდაქმნის.

03

კვლევითი პოტენციალის განვითარება

კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო აკადემიური ქსელების შექმნის გზით, რაც ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენასა და გავლენის ზრდას უწყობს ხელს.

04

ევროპული ღირებულებების განმტკიცება

აკადემიური თავისუფლების, აკადემიური კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა, ინსტიტუციური განვითარების ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან თანხვედრის უზრუნველსაყოფად.

მეთოდოლოგია

როგორ მუშაობს VITAL

პროექტი ხორციელდება ეტაპობრივი მეთოდოლოგიით, რომელიც აერთიანებს ერთობლივი დაგეგმვის, პარტნიორების ჩართულობის და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების პრინციპებს.

საჭიროებების იდენტიფიცირება

საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური საჭიროებების შეფასება და რეგიონული გამოწვევების ანალიზი.

პროცესების ერთობლივად მართვა

კომპეტენციების ჩარჩოს, მენტორობისა და სასწავლო მოდელების ერთობლივი შემუშავება პროექტის ყველა პარტნიორის აქტიური მონაწილეობით.

ტრენინგი და მენტორობა

ლიდერობის, ციფრული პედაგოგიკისა და კვლევითი კომპეტენციების განსავითარებელი პროგრამების განხორციელება, რომლის საფუძველსაც მენტორობა წარმოადგენს.

გაუმჯობესება

ინსტრუმენტებისა და რესურსების უწყვეტი დახვეწა მონაწილეებისა და მომხმარებლების უკუკავშირის საფუძველზე.

ინსტიტუციონალიზაცია და მდგრადობა

პროექტის შედეგების პარტნიორი უნივერსიტეტების ინსტიტუციურ სტრუქტურებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში ინტეგრირება მათი გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

მოკლედ პროექტის შესახებ

ერთი პროექტი, ექვსი პარტნიორი ორგანიზაცია, ოთხი ქვეყანა

6კონსორციუმის პარტნიორი ინსტიტუცია
4ქვეყანა
5სამუშაო პაკეტი
36თვე (2026-2029)
17ძირითადი შედეგი
სიახლეები

სიახლეები

ყველა სიახლე და ღონისძიება
მარტი 15, 2026

მოკლე ვიდეო: VITAL-ის პროექტის გახსნითი შეხვედრა თბილისში

იხილეთ 2026 წლის თებერვალში, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში გამართული VITAL-ის პროექტის საწყისი შეხვედრის მთავარი მომენტები.

მარტი 10, 2026

პრესრელიზი - VITAL-ის პროექტის დაწყება

InterPressNews-მა გააშუქა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდმინარე VITAL-ის პროექტის ოფიციალური გახსნა, რომელიც სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება.

მარტი 5, 2026

პრესრელიზი - VITAL-ის პროექტის დაწყება

ესპანური გამოცემა Diario de Santiago აშუქებს VITAL-ის პროექტის დაწყებას. ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტის (USC) კოორდინაციით მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინაში აკადემიური პერსონალის კარიერული განვითარების მხარდაჭერას.

რას ვქმნით

რესურსები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს თავის მნიშვნელობას

VITAL Hub

ციფრული პლატფორმა, რომელიც აკადემიური პერსონალისთვის წარმოადგენს რესურსცენტრს, სასწავლო გარემოსა და პროფესიული თანამშრომლობის სივრცეს.

მასშტაბირებადი მენტორობის მოდელი

თანატოლთა მხარდაჭერაზე დაფუძნებული მენტორობის მოდელი, რომელიც ევროპელ ექსპერტებს საქართველოსა და უკრაინის ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიურ პერსონალთან აკავშირებს.

ლიდერობის კომპეტენციების ჩარჩო

ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს XXI საუკუნის უნივერსიტეტის ლიდერისთვის აუცილებელ ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს.

პოლიტიკის რეკომენდაციები

სტრატეგიული რეკომენდაციები, რომლებიც ხელს უწყობს განათლების სფეროში განხორციელებული ცვლილებების ინსტიტუციონალიზაციას ეროვნულ დონეზე.

ნიუსლეთერი

გაეცანით VITAL-ის ნიუსლეთერს

კონსორციუმი წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ნიუსლეთერს პროექტის მიმდინარეობის, აქტივობებისა და შედეგების შესახებ. თითოეული გამოცემის წაკითხვა და გადმოწერა ქვემოთ შეგიძლიათ.

ნიუსლეთერი

VITAL ნიუსლეთერი - პირველი გამოცემა

PDF-ის გადმოწერა
ევროპასთან თანამშრომლობის უპირატესობები

საზღვრებს მიღმა შექმნილი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული

VITAL ეფუძნება თანაშემოქმედების, საერთო პასუხისმგებლობისა და ურთიერთსწავლის პრინციპებს. თითოეულ პარტნიორს პროექტში საკუთარი ცოდნა, ინსტიტუციური გამოცდილება, პროფესიული ქსელები და საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეაქვს. ფიზიკური მობილობის ნაცვლად ვირტუალური გაცვლის ხელშეწყობით, კონსორციუმი ამცირებს გარემოზე ზემოქმედებასა და ნახშირბადის კვალს, ამავდროულად აძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და გლობალურ აკადემიურ კავშირებს.

გაიცანით კონსორციუმის წევრები
Co-funded by the European Union