VITAL Hub

სასწავლო კურსები, მენტორობა და თანამშრომლობა VITAL-ის აკადემიური საზოგადოებისთვის.

რა არის VITAL Hub?

ციფრული სივრცე სწავლის, მენტორობისა და პროფესიული თანამშრომლობისთვის

VITAL Hub არის ციფრული პლატფორმა, რომელიც აკადემიური პერსონალისთვის აერთიანებს სასწავლო რესურსებს, მენტორობის შესაძლებლობებსა და პროფესიული თანამშრომლობის ინსტრუმენტებს ერთიან გარემოში.

პლატფორმა წარმოადგენს VITAL-ის ერთ-ერთ ძირითად შედეგს (D2.3) და უზრუნველყოფს სასწავლო კურსების, მენტორობის მოდელების, პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და ღია საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობას ერთ სივრცეში.

Team of academics gathered around a laptop, working together

ვებ-გვერდი - ინფორმაციის გაზიარებისა და შედეგების სივრცე

საჯარო ვებ-გვერდი წარმოადგენს პროექტის ოფიციალურ საინფორმაციო პლატფორმას. აქ ხელმისაწვდომია ინფორმაცია პროექტის მიზნების, საქმიანობების, მიმდინარე პროცესებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

VITAL Hub - სწავლისა და თანამშრომლობის სივრცე

VITAL Hub არის პროექტის ციფრული პლატფორმა, სადაც პროექტის მონაწილეები სწავლა-სწავლებაში, მენტორობის პროგრამებსა და პროფესიული თანამშრომლობის აქტივობებში ჩაერთვებიან. Hub უზრუნველყოფს ცოდნის გაზიარებას, გამოცდილების გაცვლასა და აკადემიური პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

ვისთვის არის განკუთვნილი

შექმნილია მათთვის, ვინც აკადემიურ ცვლილებებს წარმართავს

ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალი

სტრუქტურირებული სასწავლო კურსები, მენტორობა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები ადრეული კარიერული ეტაპის ლექტორებისთვის.

მენტორები და ტრენერები

ინსტრუმენტები და მასალები კოლეგების მხარდაჭერისთვის - მენტორობის რესურსებიდან ტრენერთა მომზადების პროგრამებამდე.

მკვლევრები

კვლევითი უნარების განვითარების ტრენინგები და საერთაშორისო ქსელური თანამშრომლობა, რომელიც ადგილობრივ მეცნიერებას გლობალურ სივრცესთან აკავშირებს.

უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა

ჩარჩოები და რესურსები აკადემიური პერსონალის განვითარების ინსტიტუციურ პოლიტიკაში დასანერგად.

რას შემოგთავაზებთ პლატფორმა

ერთი პლატფორმა, მხარდაჭერის ხუთი მიმართულება

სასწავლო კურსები და მოდულები

დამოუკიდებელი და ტრენერის მხარდაჭერით მიმდინარე სწავლება აკადემიური ლიდერობის, ციფრული პედაგოგიკისა და კვლევითი კომპეტენციების მიმართულებით.

მენტორობის ინსტრუმენტები

რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს თანატოლთა მენტორობის მასშტაბირებადი მოდელის დანერგვას.

ტრენერთა მომზადება (ToT)

მასალები, რომლებიც მონაწილეებს ამზადებს საკუთარ უნივერსიტეტებში ცოდნის გასაზიარებლად.

თანამშრომლობის სივრცეები

ვირტუალური სივრცეები გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი მუშაობისა და საერთაშორისო ქსელური თანამშრომლობისთვის.

ღია რესურსები

სახელმძღვანელოები, ჩარჩოები და ინსტრუმენტარიუმები, რომლებიც ღია მასალების სახით ქვეყნდება მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

კურსების კატალოგი

გაეცანით VITAL-ის სასწავლო კურსებს

დამოუკიდებელი და ტრენერის მხარდაჭერით მიმდინარე სწავლება აკადემიური ლიდერობის, ციფრული პედაგოგიკისა და კვლევითი კომპეტენციების მიმართულებით.

პირველი კურსები მალე გამოქვეყნდება

კონსორციუმი ამჟამად ერთობლივად ამუშავებს VITAL-ის სასწავლო პროგრამას. პირველი კურსები პლატფორმაზე მისი მზადყოფნისთანავე გამოქვეყნდება.

გაეცანით სიახლეებსა და ღონისძიებებს
Group of academics having an informal discussion in a lounge
დაკავშირებული სასწავლო პროგრამასთან

სადაც VITAL-ის სწავლება ხორციელდება

Hub წარმოადგენს პროექტის სასწავლო საქმიანობის ციფრულ სახლს. სამუშაო პაკეტი 3 განხორციელდება მისი სასწავლო კურსებისა და მენტორობის ინსტრუმენტების მეშვეობით, ხოლო სამუშაო პაკეტი 4 მასში ინტეგრირდება კვლევითი შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენერთა მომზადების (ToT) პროგრამა.

ყველაფერი, რასაც კონსორციუმი ერთობლივად ქმნის - ჩარჩოები, სასწავლო მოდულები, მენტორობის რესურსები - საბოლოოდ VITAL Hub-ზე განთავსდება.

გაეცანით სამუშაო პაკეტებს