შედეგები და რესურსები
VITAL-ის ფარგლებში შექმნილი ყველა შედეგი და რესურსი ხელმისაწვდომობის, მრავალჯერადი გამოყენებისა და გრძელვადიანი მდგრადობის პრინციპებს ეფუძნება. პროექტის მიმდინარეობის პარალელურად ეტაპობრივად გამოქვეყნდება პროექტის შედეგები, სასწავლო რესურსები, მეთოდოლოგიური დოკუმენტები და სამეცნიერო პუბლიკაციები - საჭიროებების შეფასების ანგარიშებით და დასრულებული პროექტის მდგრადობის გეგმით.
ღია, ხელმისაწვდომი და გრძელვადიანი გამოყენებისთვის შექმნილი რესურსები
VITAL-ის ფარგლებში შექმნილი შედეგები პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად გამოქვეყნდება. შესაბამისად, ეს გვერდი პროექტის განვითარებასთან ერთად მუდმივად განახლდება და შეივსება ახალი რესურსებით.
თუ კონკრეტული მასალისათვის სხვა პირობა არ არის მითითებული, პროექტის ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი შედეგი გამოქვეყნდება Creative Commons Attribution 4.0 (CC BY 4.0) ლიცენზიით, რაც უზრუნველყოფს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მკვლევრებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეეძლოთ აღნიშნული რესურსების თავისუფლად გამოყენება, გაზიარება და ადაპტირება შესაბამისი წყაროს მითითებით.
ღია წვდომა CC BY 4.0
პროექტის შედეგები
VITAL-ის ფარგლებში დაგეგმილია 17 ძირითადი შედეგის მომზადება, რომლებიც ასახავს პროექტის პროგრესს ხუთივე სამუშაო პაკეტის ფარგლებში. სამუშაო პაკეტის მიხედვით სასურველი შედეგის მოსაძიებლად გამოიყენეთ ქვემოთ წარმოდგენილი ფილტრი.
| კოდი | დასახელება | WP | პასუხისმგებელი პარტნიორი | ტიპი | ხელმისაწვდომობა | ვადა | სტატუსი |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| D1.1 | შიდა კომუნიკაციისა და მართვის გეგმა | WP1 | USC | ანგარიში | შეზღუდული | მე-3 თვე - 2026 წლის აპრილი | დასრულებული |
| D1.2 | რისკების მართვის გეგმა | WP1 | USC | ანგარიში | საჯარო | მე-4 თვე - 2026 წლის მაისი | დასრულებული |
| D1.3 | ხარისხის უზრუნველყოფის შუალედური ანგარიშები | WP1 | USC | ანგარიში | საჯარო | მე-18 თვე - 2027 წლის ივლისი | მიმდინარეობს |
| D1.4 | ხარისხის უზრუნველყოფის საბოლოო ანგარიშები | WP1 | USC | ანგარიში | საჯარო | 36-ე თვე - 2029 წლის იანვარი | არ დაწყებულა |
| D1.5 | გარე შეფასების საბოლოო ანგარიში | WP1 | USC | ანგარიში | საჯარო | 36-ე თვე - 2029 წლის იანვარი | არ დაწყებულა |
| D2.1 | ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასების ანგარიში | WP2 | TMA | ანგარიში | შეზღუდული | მე-3 თვე - 2026 წლის აპრილი | დასრულებული |
| D2.2 | VITAL-ის ლიდერობისა და რბილი უნარების კომპეტენციების ჩარჩო | WP2 | USC | ანგარიში | საჯარო | მე-8 თვე - 2026 წლის სექტემბერი | მიმდინარეობს |
| D2.3 | VITAL Hub | WP2 | INFOR | ციფრული რესურსი | საჯარო | მე-10 თვე - 2026 წლის ნოემბერი | მიმდინარეობს |
| D3.1 | VITAL-ის სასწავლო პროგრამა (ლიდერობა და ციფრული პედაგოგიკა) | WP3 | INFOR | ანგარიში | საჯარო | 22-ე თვე - 2027 წლის ნოემბერი | არ დაწყებულა |
| D3.2 | მენტორობის ინსტრუმენტარიუმი | WP3 | INFOR | ანგარიში | საჯარო | 22-ე თვე - 2027 წლის ნოემბერი | არ დაწყებულა |
| D4.1 | VITAL-ის კვლევითი უნარების განვითარების პროგრამა | WP4 | INFOR | ანგარიში | საჯარო | 26-ე თვე - 2028 წლის მარტი | არ დაწყებულა |
| D4.2 | ტრენერთა მომზადებისა და მენტორობის სახელმძღვანელო | WP4 | USC | ანგარიში | საჯარო | 30-ე თვე - 2028 წლის ივლისი | არ დაწყებულა |
| D4.3 | ერთობლივი კვლევითი საქმიანობის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში | WP4 | INFOR | ანგარიში | საჯარო | 30-ე თვე - 2028 წლის ივლისი | არ დაწყებულა |
| D5.1 | VITAL-ის შედეგების გავრცელების I პორტფოლიო | WP5 | USC | ანგარიში | საჯარო | მე-18 თვე - 2027 წლის ივლისი | მიმდინარეობს |
| D5.2 | VITAL-ის შედეგების გავრცელების II პორტფოლიო | WP5 | USC | ანგარიში | საჯარო | 36-ე თვე - 2029 წლის იანვარი | არ დაწყებულა |
| D5.3 | დასკვნითი კონფერენციის ანგარიში | WP5 | USC | ანგარიში | შეზღუდული | 34-ე თვე - 2028 წლის ნოემბერი | არ დაწყებულა |
| D5.4 | VITAL-ის მდგრადობის გეგმა | WP5 | USC | ანგარიში | საჯარო | 36-ე თვე - 2029 წლის იანვარი | არ დაწყებულა |
პროექტის ძირითადი შედეგები და მაჩვენებლები
VITAL-ის ნიუსლეთერები
კონსორციუმი წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ნიუსლეთერს პროექტის მიმდინარეობის, აქტივობებისა და შედეგების შესახებ. თითოეული გამოცემის წაკითხვა და გადმოწერა ქვემოთ შეგიძლიათ.
პროექტის შედეგების ღია ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
VITAL-ის ფარგლებში შექმნილი შედეგები განთავსდება ღია რესურსების წყაროებში, რაც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან ხელმისაწვდომობას, დაცვასა და გამოყენებას პროექტის დასრულების შემდეგაც.
Zenodo
VITAL-ის ფარგლებში შექმნილი საჯარო შედეგები, მონაცემთა ნაკრებები (datasets) და სამეცნიერო პუბლიკაციები განთავსდება Zenodo-ს ღია რეპოზიტორიაში, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. თითოეულ მასალას მიენიჭება მუდმივი ციფრული იდენტიფიკატორი (DOI), რაც უზრუნველყოფს მის ციტირებადობას, იდენტიფიცირებას და მრავალჯერად გამოყენებას. შესაბამისი მასალების ბმულები ხელმისაწვდომი იქნება ზემოთ წარმოდგენილ პროექტის ძირითადი შედეგების (Deliverables) ცხრილში.
უნივერსიტეტების ციფრული არქივები
პროექტის ფარგლებში შექმნილი შედეგები, ასევე, განთავსდება პარტნიორი უნივერსიტეტების ციფრულ არქივებში, რაც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან ხელმისაწვდომობასა და გამოყენებას.